თბილისის N132 საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის დღეს ღონისძიებით გამოეხმაურა
31-05-2019
თბილისის N132 საჯარო სკოლაში პირველ ივნისთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება თბილისის N132 საჯარო სკოლის პედაგოგებმა გაუწიეს, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოხატეს ასფალტი და გააკეთეს კედლის გაზეთი. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან თემაზე "ბავშვთა უფლებები".

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თბილისის N132 საჯარო სკოლაში განხორციელებული ღონისძება მოსწავლეებისთვის სახალისო და ინფორმაციული აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203