ხაჩკოვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარი იზეიმეს
31-05-2019

წალკის მუნიციპალიტეტის ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ,,ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება ხაჩკოვის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლიუბა ბულუდიანმა და კლასის დამრიგებელმა მეტაქსია შაჰბაზიანმა გაუწიეს, მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული.

ხაჩკოვის საჯარო სკოლის ექვსმა კურსდამთავრებულმა ბოლო ზარი ხაჩკოვის კლუბში, სკოლის დირექტორთან ლიანა პილტოიანთან, დირექტორის მოადგილე ალიგერა ოგანესიანთან, სკოლის სხვა პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად აღნიშნეს. სადაც მოსწავლეებმა იუმორისტული, ქორეოგრაფიულ და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.

მოსწავლეებს სკოლის დამთავრება ცეკვით მიულოცა ხაჩკოვის საჯარო სკოლის ცეკვის ჯგუფმა და მისმა ხელმძღვანელმა არტაშეს ოგანიანმა

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს გაწეული შრომისთვის და ულოცავს მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203