ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „დედა ენა-წიგნთა წიგნი“ გაიმართა
31-05-2019
ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „დედა ენა-წიგნთა წიგნი“ გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ, მათ შორის დედა ენის საქებარი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა საზეიმოდ ტორტი გაჭრეს.