„მომავალი ჩვენია“- ხუნწის საჯარო სკოლაში ბავშვთა დღე აღნიშნეს
31-05-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მეშვიდეკლასელ გიორგი სხულუხიას ინიციატივითა და პედაგოგ ზოია გადელიას ხელმძღვანელობით, აქტივობის ფარგლებში - „მომავალი ჩვენია“ - II-XI კლასის მოსწავლეებმა ფერადი იდეებითა და ფანტაზიით ეზო მოხატეს.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ნახატი, საუკეთესო მხატვარი, საუკეთესო იდეა, საუკეთესო გუნდურობა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს