ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
31-05-2019
„რეკენ ზარები და საოცარ წუთებს ითვლიან“ - ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ღონისძიება გამართეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვეს.
„ ჩვენს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა, ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებით და უამრავი კეთილი სურვილებით...
ტყიბულის N4 საჯარო სკოლა 2018-2019 სასწალო წლის კურსდამთავრებულებს და არა მხოლოდ მათ, გილოცავთ სკოლის დამთავრებას და გისურვებთ ცხოვრების დიდ სავალ გზაზე დაუბრკოლებლად, ამაყად და ლაღად გევლოთ. უამრავი წარმატება თქვენ!
,,რეკენ ზარები და გიშლიან ფართო ასპარეზს, ახალ ბილიკებს შეგთავაზებთ ხვალ თქვენ, ცხოვრება, ყოველ თქვენთაგანს სიყმაწვილის თბილი აკვანი, ეს მშობლიური სკოლა მუდამ ემახსოვრება. რეკენ ზარები, თქვენს სიხარულს ყველას ამცნობენ, დიდები ხდებით, დაგელოცოთ გზები სავალი და თქვენს აღმზრდელებს ეს ნატვრა გვაქვს, გვინდა რომ იყოთ ქუჯის და ცოტნეს ღირსეული შთამომავალი” ... კიდევ ერთხელ გილოცავთ!“,-ნათქვამის ტყიბულის N4 საჯარო სკოლის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს