
ასპინძის მუნიციპალიტეტის ნიჯგორის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება ნიჯგორის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა გაუწია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
იხილეთ ფოტოები: