წერაქვის საჯარო სკოლაში 26 მაისი საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
31-05-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა 26 მაისისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გამართეს, სადაც დამსწრე საზოგადოებას ისტორიული ფაქტები ამომწურავად გააცნეს და საკითხი ეფექტურად მიმოიხილეს.
შემეცნებითმა აქტივობამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.