მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ანბანის გაცილება“ იზეიმეს
31-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მუსხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება მუსხის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა ლია ოქრომელიძემ გაუწია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.