„იის კონებით შემკულა ეტლი, შიგ დედა ენა დაბრძანებულა“ - თბილისის N142 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანი გააცილეს.
ღონისძიება,ს რომელსაც ორგანიზება თბილისის N142 საჯარო სკოლის 1 გ კლასის დამრიგებელმა მაია ჩაგელიშვილმა გაუწია, სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული:
„პირველკლასელებმა სიმღერებითა და ლექსებით შეამკეს იაკობ გოგებაშვილის წიგნი „დედა ენა“. ღონისძიება დააგვირგვინეს ქართული ცეკვებით და კლასიკური ბალეტის ელემენტებით. ეს დღე დიდხანს ემახსოვრებათ როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს“.
იხილეთ ფოტოები: