ნინოწმინდის საჯარო სკოლის პირველკლასელები ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს დააკვირდნენ
31-05-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ნინოწმინდის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მანანა როსტომაშვილის ხელმძღვანელობით, ტყეში საინტერესო გასეირნება მოაწყვეს. 

გასვლითი ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა.

„პირველი კლასის მოსწავლეებმა მაისის თვეში, გაზაფხულის ტყეში, ძალიან საინტერესო და ლამაზი გასეირნება  მოაწყეს. მათ შეძლეს წელიწადის ამ დროს ბუნენაში მიმდინარე ცვლილებებზე უშუალო დაკვირვება, გაზაფხულის სურნელის შეგრძნება, გაზაფხულსა და დედაზე ლექსები წაიკითხეს და  სიმღერები შეასრულეს. კიდევ სხვა მრავალი აქტივობით დატვირთული დღე გამოვიდა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203