„ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამაში მონაწილეობისთვის პედაგოგებს 6 კრედიტქულა მიენიჭებათ
31-05-2019

მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამაში 6 კრედიქტულა მიენიჭებათ - აღნიშნულის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესახებ ახალ დადგენილებაში წერია.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, რომლებიც ქვეპროგრამაში არიან ჩართული, გარკვეული აქტივობებისგან თავისუფლდებიან.

„2018-2019 სასწავლო წელსა და 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 იანვრის №48 ბრძანებით დამტკიცებული „განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამაში (შემდგომში – ქვეპროგრამა) მონაწილე სქემაში ჩართულ მასწავლებლებს ქვეპროგრამაში მონაწილეობისთვის მიენიჭებათ 6 კრედიტქულა.

ამასთან, ქვეპროგრამაში მონაწილე:

ა) პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ექნებათ გავლილი გაკვეთილზე დაკვირვება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან გაკვეთილის/გაკვეთილების ჩატარების ვალდებულებისგან;

ბ) უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ექნებათ გავლილი გარე დაკვირვება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან გარე დაკვირვების განხორციელების ვალდებულებისგან;

გ) უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ჩაუტარებიათ სამოდელო გაკვეთილი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, გათავისუფლდებიან სამოდელო გაკვეთილის/გაკვეთილების ჩატარების ვალდებულებისგან;

დ) წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არ ჩაუტარებიათ სამოდელო გაკვეთილი/გაკვეთილები, მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად გათავისუფლდებიან სამოდელო გაკვეთილის ჩატარებისგან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე იხილეთ: „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელება საქართველოს 50 სკოლაში იწყება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203