საჩხერის მუნიციპალიტეტის იტავაზის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება იტავაზის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა მელანო ნამგალაძემ გაუწია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ.
ღონისძიების ბოლოს მასწავლებლებმა და ღონისძიების სტუმრებმა პირველკლასელებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: