ბათუმის N4 საჯარო სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიებით გამოეხმაურა
31-05-2019

ბათუმის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნეს.

ღონისძიებას, რომელიც ბათუმის N4 საჯარო სკოლის V1 კლასელების მონაწილეობით და ამავე კლასის ხელმძღვანელის ზ. სტურუას ორგანიზებით აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა მუზეუმის თანამშრომლებთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად, სკოლის კურსდამთავრებულები და ბსუ-ს პროფესორები კახა სურგულაძე და ოთარ გოგოლიშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.

სკოლის დირექცია მასპინძლობისთვის მადლობას უხდის თამარ ორაგველიძეს, შოთა აბაშიძეს და მუზეუმის სხვა თანამშრომლებს, სკოლის კურსდამთავრებულს სოსო სტურუას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203