წერეთლის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში არასტანდარტული ღია გაკვეთილი ჩატარდა
31-05-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერეთლის საჯარო სკოლის XI კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში არასტანდარტული ღია გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მარინა მაჭარაშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - „რომანტიზმი და რეალიზმი“.
გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.