
თბილისის N117 საჯარო სკოლაში დამრიგებლის რუსუდან მელითაურის ხელძღვანელობით 13 კლასში პროექტი: „ჩვენ გვახსოვს ისინი“ - მოსწავლეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით განხორციელდა.
„პროექტი განავითარებს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარ-ჩვევებს, კომუნიკაციას ინდივიდებთან, ჯგუფებთან. „ვფიქრობ ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ ბავშვები სხვების თანადგომას და ადამიანური სითბოს, სიყვარულის გაზიარებას.
პროექტის ამოცანები: 1. შეგროვდეს მაკულატურა, მოხდეს ჩაბარება და აღღებული თანხით საკვები პროდუქციის შეძენა. 2. შეგროვდეს ტანსაცმელი, თეთრეული. 3. მზადება ღონისძიებისთვის, რომელიც ჩატარდება მოხუცთა თავშესაფარში. 4. ვიზიტი „ ხანდაზმულთა კლუბში“ მათთვის შეგროვილი ტანსაცმლის, საკვები პროდუქტის და ტკბილეულის გადაცემა. 5. ღონისძიების მოწყობა“ - აცხადებს მასწავლებელი.