თელავის N5 საჯარო სკოლაში გენდერულ საკითხებზე საინტერესო კვირეული ჩატარდა
30-05-2019
თელავის N5 საჯარო სკოლის  მე-8 დამე-9 კლასის მოსწავლეებმა თანატოლგანმანათლებლის კვირეული ჩაატარეს.

მათ გენდერულ სტერეოტიპებზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, ეფექტურ კომუნიკაციაზე და ადამიანის უფლებებზე ისაუბრეს.

„ჩვენს საზოგადოებაში ისაუბრო ხმამაღლა გენდერულ სტერეოტიპებზე ადვილი არ არის, ესაუბრო შენივე თანატოლებს ამ საკითხებზე კიდევ უფრო რთულია. მაგრამ დაამსხვრიო სტერეოტიპები ეს სრულებით შესაძლებელია. დიდ მადლობას ვუხდი კლუბის წევრ აქტიურ თანასწორგანმანათლებლებს: ქეთი შამილიშვილს, სალომე ფროდიაშვილს, ვანო ბურნაძეს, ეკატერინე მამნიაშვილს, მარიამ ფროდიაშვილს, მარიამ ხოსროშვილსა და ნათია სმოიანს კვირეულის საუკეთესო წარმართვისათვის. ასევე დიდ მადლობა ვუხდით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დირექტორს, ლიკა იმერლიშვილს თანადგომისთვის,-“ სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203