ვალის N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „ვის სწარაფად, ვინ უკეთ“ გაიმართა
30-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N1 საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასებში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი („მხიარული სტარტები“)  სახელწოდებით - „ვის სწარაფად, ვინ უკეთ“ ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სირბილში, კალათში ბურთების ტყორცნაში, ბაგირის გადაწევაში, ტომრებით ხტუნვაში, ბურთის გადაწოდებასა და ფაზლების აწყობაში.

„გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, მეგობრობამ. გუნდებს სიგელები გადაეცათ. მადლობა სპორტის პედაგოგებს: ქეთევან დარბაიძეს, ავთანდილ ჩიტაშვილსა და რამაზ გოგილაშვილს ამ ღონისძიების მოწყობისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203