რცხმელურის საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს
30-05-2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს.

ტრადიციულად გამოწყობილმა მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს თემქაზე ,,ქართული სამოსი ჩვენი სიამაყეა."

მათი თქმით,  ეროვნული სამოსი სამშობლოს კულტურის ერთ-ერთი ძირითად ნაწილია, რომელშიც ნათლად ჩანს ჩვენი ეროვნული ხასიათი, ცხოვრების წესი და ტრადიციები. 

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203