
ახალციხის მუნიციპალიტეტის ზიკილიის საჯარო სკოლის ეკო- კლუბ „ბეღურების“წევრებმა სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს.
ღონისძიების მიზანს, რომელიც ზიკილიის საჯარო სკოლის ეკო- კლუბმა( სახელწოდებით „ბეღურები“) განახორციელა, არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიის გალამაზება და გამწვანება, არამედ სუფთა და ლამაზ გარემოში სწავლის სურვილი იყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სიამოვნებით ასრულებდნენ სკოლის ეზოს გალამაზებისთვის საჭირო სამუშაოებს და პეტუნიების, მაიორების, ასტრების, ზამბახებისა და ქოსტების დარგვაში ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
იხილეთ ფოტოები: