აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ მონაწილეობდნენ
30-05-2019
ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამოცხადებულ საგანმანათლებლო-შემოქმედებით კონკურსში - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ მონაწილეობდნენ.
ჟიურიმ კონკურსში მონაწილე მოსწავლეების საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა. მათ შორის, ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმართულებით, აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპეციალური დიპლომებით და პრიზებით დაჯილდოვდნენ.