ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს გასვლითი ღონისძიება - „გაზაფხულის საღამოა მშვიდი...“
30-05-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა არაჩვეულებრივი საღამო „გაზაფხულის საღამოა მშვიდი...“, გაატარეს ღია ცის ქვეშ, კოცონთან რომელიც სიყვარულს მიუძღვნეს...

„მთავარი ის კი არ არის, რომ უყვარხარ, მთავარი ისაა, რომ შენ შეგიძლია სიყვარული“.

სიყვარული უმაღლესი გრძნობაა, თვით ღმერთია სიყვარული, და ეს ყველგან და ყველაფერშია. „სიყვარული აგვამაღლებს“ - გვეუბნება შოთა რუსთაველი. მხოლოდ ამაღლებული სულის მქონე ადამიანს შეუძლია სიყვარული. ამაღლებულ ადამიანს ყველაფერში შეუძლია დაინახოს სიყვარული... არარაობაა ადამიანი, რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული დედა-შვილური, და-ძმის, დედ-მამის, მოყვასის,უფროსის,ოჯახის, მეგობრის, სამშობლოს, ქალ-ვაჟის... სიყვარულიდან მოდის ურთიერთგაგება, პატივისცემა, ერთგულება, დახმარება და გვერდში დგომა. იგი ძალაა... დიდი ძალა, რომელსაც შეუძლია მტრობით დანგრეული კოშკები თავიდან ააშენოს.

შენ თუ არ გიყვარს ქვეყანა, სადაც ცხოვრობ, ის ხალხი ვისთანაც ცხოვრობ, ის საქმე რომელსაც ემსახურები, განა შეძლებ ცხოვრებას?- უმთავრესია ჯერ შენი თავი გიყვარდეს, მერე შენს ირგვლივ მყოფნი და შენ ყოველთვის ბედნიერი იქნები, შენგან შორს იქნება შუღლი და მტრობა, სევდა და დარდი, მტერსაც კი შენს მოკეთედ ჩათვლი და გაიადვილებ ცხოვრებას“, - ნათქვამია სკოლის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203