ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლა მორიგ წარმატებას ზეიმობს
30-05-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ საერთაშორისო კონკურსში წარმატებით იასპარეზა.

ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე რეზო ბაბუნაშვილი, წერილის წერის კონკურსში („დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“) წარმატებული ასპარეზობისთვის, საქართველოს ფოსტისგან სერტიფიკატით, ქართველი კლასიკოსების წიგნებით და ბიბლუსის 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა.

სკოლის დირექცია ულოცავს რეზო ბაბუნაშვილს წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203