ხეოთის საჯარო სკოლაში თემაზე - „ბუნება და მოსახლეობა“ სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა
30-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ხეოთის საჯარო სკოლის მე-8 კლასში, გეოგრაფიის მასწავლებელმა, შორენა ზაზაძემ, თემაზე - „ბუნება და მოსახლეობა“ სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. სასწავლო პროცესს შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.
შეფასების ჯგუფის წევრებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს და მასწავლებელს წარმატება უსურვეს.