ახალციხის N3 საჯარო სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიებით გამოეხმაურა
30-05-2019
ახალციხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიება გამართეს.

"სამშობლო ,ჩემი გულის ნაწილი და "ჩვენი სამშობლო  საქართველოა"- ასე ერქვა ღონისძიებას, რომელის ახალციხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგების ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით ღონისძიებამ შთამბეჭდავად ჩაიარა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს 26 მაისის მნიშვნელობა. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები, პატრიოტულ თემაზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203