დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა რაგბში მარტვილის მუნიციპალიტეტის ჩემპიონია
30-05-2019

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის (10-12 კლასები) მოსწავლეებმა რაგბში მარტვილის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატში I ადგილი დაიკავეს.

გამარჯვებულთა მასწავლებელი სპორტის ოსტატი ლელობურთში ბუთხუზ ნადარაიაა.

ჩემპიონატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული.

გაგაცნობთ გამარჯვებულ მოსწავლეთა შემადგენლობას:

1.თემურ სხულუხია;

2. გიორგი სხულუხია;

3. გოგა თოდუა;

4. შალვა ფარულავა;

5. ნუკრი კოკაია,

6. გულადი ჯანჯღავა.

აღნიშნულ მოსწავლეებს რაგბში დიდი პერსპექტივა აქვთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203