
გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება ტირძნისის საჯარო სკოლის XII ა და XII ბ კლასის მოსწავლეებმა და კლასების ხელმძღვანელებმა გაუწიეს, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ემოციური ნომრებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და სკოლის პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის.
ტირძნისის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და წარმატებებს უსურვებს მათ.
იხილეთ ფოტოები: