მუსხის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულებს წარმატების გზა დაულოცა
30-05-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მუსხის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა.

კურსდამთავრებულები სიმღერით, ცეკვებითა და სახალისო სკეტჩებით გამოემშვიდობნენ საყვარელ სკოლას.

მათ კლასის ხელმძღვანელ ია მაისურაძესა და მასწავლებლებს მრავალწლიანი ზრუნვისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგებმა კი მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებული მომავლის გზა დაულოცეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203