„იავნანამ რა ჰქმნა?“ - ვალის N4 საჯარო სკოლაში სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილი წარმატებით წარიმართა
30-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში სამოდელო-ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და მუსიკაში წარმატებით წარიმართა.

პედაგოგ ნინო აზირაშვილის ხელმძღვანელობით მეხუთეკლასელებმა საინტერესო და მრავალფეროვან  აქტივობას უმასპინძლეს და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა?“ განიხილეს.

გაკვეთილმა შეფასების ჯგუფისა და კათედრის წევრების მოწონება დაიმსახურა.

ვალის N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლები პროფესიული წინსვლის პროცესში აქტიურად ერთვებიან. სქემის ფარგლებში არაერთი აქტივობა ხორციელდება და სტანდარტული თუ სამოდელო გაკვეთილები წარმატებით ტარდება.

იხილეთ ფოტოები და გავკეთილის გეგმა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203