ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში სპორტული აქტივობები ხორციელდება
30-05-2019
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ფეხბურთში შიდასასკოლო ჩემპიონატში ჩატარდა.
სპორტულ ღონისძიებაში ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს VIII და XI კლასის გუნდები შეხვდნენ.
გამარჯვებულის ტიტული XI კლასმა (გუნდის კაპიტანი- გიორგი კუჭავა) მოიპოვა.
ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა რომან ჯაიანმა გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა და წარმატებები უსურვა.