ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასვლითი ღონისძიება მოაწყეს
30-05-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის,  ქსოვრისის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელთან, შორენა პავლიაშვილთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გასვლითი ღონისძიება - „მეც შენი შვილი ვარ საქართველოვ“ მოაწყეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება. მოსწავლეებმა ჯარისკაცთა საფლავებთან წაიკითხეს ლექსები, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და დადეს ფიცი, რომ თითოეული მათგანი გმირულად დაიცავს თავის სამშობლოს მშვიდობისა და ომის პერიოდშიც. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203