
ფოთის N12 საჯარო სკოლამ დაწყებითი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით საბავშვო სპექტაკლს უმასპინძლა.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება ფოთის N12 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა მზევინარ აბაშიძემ და ნანა გალდავამ გაუწიეს, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
განხორციელებული ღონისძიება მოსწავლეებში თეატრალური ნიჭის გამოვლენასა და განვითარებას ისახავდა მიზანს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საუკეთესოდ მოირგეს სხვადასხვა ზღაპრის გმირის როლი და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: