თამარისის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“
30-05-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, თამარისის N1 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა „ანბანის გაცილების“ ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ, იმღერეს, იცეკვეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ინსცენირებებში მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ნინო დარსაველიძე ხელმძღვანელობდა.