ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში საჭადრაკო ტურნირის ფინალური ტური გაიმართა
30-05-2019
ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირის ფინალური ტური გაიმართა.

მესამეკლასელებმა ჭადრაკის პედაგოგ იზაბელა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ძალზედ საინტერესო და ემოციურად დატვირთულ თამაშს უმასპინძლეს. ტურნირი double elimination სისტემით ჩატარდა და შემდეგი შედეგებით დასრულად:

პირველი ადგილი - გიორგი ნარეშელაშვილი (მესამე მეხუთე კლასი);
მეორე ადგილი - ნინო ოკუჯავა (მესამე მეოთხე კლასი);
მესამე ადგილი - ლევან ადეიშვილი (მესამე პირველი კლასი). 

ტურნირის თითოეული მონაწილე დიპლომებით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203