სენაკის N7 საჯარო სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიებით გამოეხმაურა
30-05-2019

სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება სენაკის N7 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა ია მიქიაშვილმა, ისტორიის პედაგოგმა ჟანა ბარამიამ და მუსიკის პედაგოგმა ლიკა ნარსიამ გაუწიეს,  მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით ღონისძიებამ შთამბეჭდავად ჩაიარა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს 26 მაისის მნიშვნელობა. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები, პატრიოტულ თემაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203