თელავის N7 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
30-05-2019

თელავის №7 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის ჯულიეტა ცინცაბაძისა და სკოლის ბიბლიოთეკარის მაია დაბრუდაშვილის ხელმძღვანელობით 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს ისტორიისა და ეროვნული გმირების გახსენება. 

„ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს ისტორიისა და ეროვნული გმირების კიდევ ერთხელ გახსენებას, თუ ვისი დამსახურებაა ის, რომ დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვარსებობთ.

ღონისძიებაში უფროსკლასელებთან ერთად მონაწილეობდნენ მეორეკლასელებიც, რომლებმაც გაიხსენეს ის გმირები, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს. ღონისძიება ემოციით სავსე და დატვირთული იყო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო და ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203