
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ომრეთის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა გაუწია, სკოლის პედაგოგი, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საკუთარი ნიჭის გამოვლენა შეძლეს. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებს წარმატებულ მომავალ სასწავლო წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: