ხანდოს საჯარო სკოლაში ანბანის გაცილება ტრადიციული ღონისძიებით აღნიშნეს
30-05-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხანდოს საჯარო სკოლაში სომხური ანბანი გააცილეს.

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ანბანის გაცილების ღონისძიება პირველკლასელების მონაწილეობით ჩატარდა.

პირველკლასელებმა ლექსებით,  სიმღერებითა და ცეკვით გამოხატეს მშობლიური ენის სიყვარული. ღონისძიება კლასის ხელმძღვანელის ორგანიზებით და დირექციის, მშობლების   თანადგომით მოეწყო.

„ასეთი ღონისძიებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტრადიციულად ყოველი სასწავლო წლის ბოლოს  ვატარებთ", - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203