ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს
30-05-2019
ქარელის მუნიციპალიტეტის, ბებნისის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხათუნა ქოქოშვილის ხელმძღვანელობით,  დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ულამაზესი სანახაობა შესთავაზეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203