2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 32 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
30-05-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე 32 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა.

რეგისტრაცია 13 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.​ დარეგისტრირებულთაგან  8 ათასამდე აპლიკანტი მასწავლებლობის მსურველია, ხოლო 24 ათასამდე - პრაქტიკოსი პედაგოგია.

უწყების ცნობით, 2019 წელს დარეგისტრირებულთა რაოდენობა, თითქმის, 2-ჯერ მეტია წინა წლებში დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან შედარებით.

აქვე შეგახსნებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, 5 ათასამდე პრაქტიკოსმა საპენსიო ასაკის მასწავლებელმა ჯილდოს მოთხოვნის მიზნით განაცხადი უკვე გააკეთა. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა 10 ათასზე მეტია.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიიღება დაიწყო

მასწავლებელთა გამოცდა, შესაძლოა, ივლისის დასაწყისში ჩატარდეს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203