ღრელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი გააცილეს
30-05-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა  პირველი სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს.

ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა მანანა ზაზაძემ, მუსიკის მასწავლებელმა ნათია ღვინიაშვილმა და ხელოვნების მასწავლებელმა ნინო ივანიძემ გაუწიეს, ღრელის საჯარო სკოლის პედაგოგი, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ლექსებით , სიმღერებითა და შესანიშნავი ინსცენირებული მოთხრობების ფონზე მიმდინარეობდა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებს წარმატებულ მომავალ სასწავლო წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203