მარნეულის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ბოლო ზარი აღნიშნეს
30-05-2019
მარნეულის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ღონისძიება ჩაატარეს.

ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება კურსდამთავრებულებმა კლასის ხელმძღვანელთან ერთად გაუწიეს, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბოლო ზარის ემოციური ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით გამოირჩეოდა. კურსდამთავრებულებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. 

პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს მათ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203