ინაშაურის საჯარო სკოლის ანსამბლმა „შევარდენმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა
30-05-2019
ვანის მუნიციპალიტეტის ინაშაურის საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „შევარდენმა“ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა.

ხელმძღვანელ ბესო ნიკოლაძესთან ერთად ჯგუფმა ახალციხეში, ქართული სასიმღერო და საცეკვაო ხელოვნების ასოციაციის მიერ მოწყობილ ფრიდონ სულაბერიძის შემოქმედებით საღამოზე მიიღო მონაწილეობა.

ანსამბლი წარმატებით გამოვიდა კონცერტზე და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავა.

ინაშაურის საჯარო სკოლა ულოცავს მათ კიდევ ერთ გამარჯვებას და უამრავ წარმატებას უსურვებს მომავალშიც.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203