
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არხილოსკალოს საჯარო სკოლაში „ანბანთან გამოთხოვება“ ჩატარდა.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა მანანა ბურკაძემ გაუწია, არხილოსკალოს საჯარო სკოლის პედაგოგი, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, არხილოსკალოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შინაარსიანი და მრავალფეროვანი ღონისძიება აჩუქეს სკოლას.
იხილეთ ფოტო: