ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბოლო ზარი ღონისძიებით აღნიშნეს
30-05-2019

გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.

ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება კურსდამთავრებულებმა კლასის ხელმძღვანელთან ერთად გაუწიეს, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბოლო ზარის ემოციური ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით გამოირჩეოდა. კურსდამთავრებულებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. 

პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს მათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203