„დარისპანის გასაჭირი“ - თეკლათის საჯარო სკოლაში დავით კლდიაშვილის პიესა გააცოცხლეს
სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის საჯარო სკოლაში დავით კლდიაშვილის პიესა „დარისპანის გასაჭირი“ დადგეს.
VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, სოფიკო შალიკაშვილის ხელმძღვანელობით ღირსეულად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. სიღრმისეულად გაითავისეს თითოეული პერსონაჟის ფსიქოლოგიური, ემოციური თუ მხატვრული სახე, წარმოაჩინეს იმერული კოლორიტული სურათი და დიალექტური მეტყველებით საინტერესოდ გააცოცხლეს გმირები.
ღონისძიებამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები