„მგელი და კრავი“ - ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი წარმატებულად შეფასდა
30-05-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ქართულ ენაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა.
პედაგოგ ქეთევან აბულაძის ხელმძღვანელობით IV კლასის მოსწავლეებმა თემაზე „მგელი და კრავი“ორიგინალური და მრავალფეროვანი აქტივობა წარადგინეს.
ნიჭიერმა ბავშვებმა გაკვეთილს წარმატებით გაართვეს თავი. მიზანიც ეს იყო, მოსწავლეებს ნაწარმოების გააზრება, მსჯელობა და შეფასება, იგავების დასურათება უნდა შეძლებოდათ.
ღია გაკვეთილს, რომელმაც მოწონება დაიმსახურა, შეფასების ჯგუფის წევრები: ქიშვარდი გორგოშაძე, ნონა გოგიტიძე და ციცინო სამნიძე ესწრებოდნენ.