
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებმა სკოლის დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას, რომელიც მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელთან ერთად დაგეგმეს, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2018-2019 სასწავლო წლის ბოლო ზარი მრავალფეროვანი და მხიარული ნომრებით გამოირჩეოდა. მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
კურსდამთავრებულებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ამავე სკოლის პირველკლასელებს.
იხილეთ ფოტოები: