წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეგუთის სასახლეში ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია გამართეს
30-05-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეგუთის სასახლეში ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია - „თამარს ვაქებდეთ მეფესა“ გამართეს.
ღონისძიებას ისტორიის პედაგოგი მაია ქობულია ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა თამარ მეფის ეპოქა ეპოქა გააცოცხლეს და როლები ოსტატურად მოირგეს. თამარ მეფე - თეონა ბანძელაძემ განასახიერა, შოთა რუსთაველი კი- ალექსანდრე დემჩენკომ.
სკოლა მოსწავლეებს და ღონისძიების ხელმძღვანელს საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობას უხდის.