მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი წარმატება იზეიმეს
30-05-2019

მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში - "ჩემი პირველი მოთხრობა" მიიღეს მონაწილეობა.

მესტიის N3 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეების ნინო ნაკანის („გოგონა და კალამი“)  და ოთარი ჯაფარიძის („ცოცხალი წვიმა“) შემოქმედება რჩეულთა შორის მოხვდა და შევიდა კრებულში - „შტრიხების მონოპოლია“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება, რომელიც ფარის საჯარო სკოლის პედაგოგის ეკატერინე წულუკიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა, მნიშვნელოვანი იყო მესტიის N3 საჯარო სკოლის თითოეული მოსწავლისთვის:

„დიდი მადლობა ეკუთვნის ეკატერინე წულუკიძეს, რომელიც დიდ ძალისხმევას დებს მოსწავლეების განვითარების საქმეში. სწორედ მან გაუწია ორგანიზება ამ არაჩვეულებრივ პროექტს და მისცა ჩვენს მოსწავლეებს გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები. პროექტმა ობიექტურად წარმოაჩინა ბავშვების ნიჭი და მისცა სტიმული მათ შემოქმედებით ცხოვრებას“.

მესტიის N3 საჯარო სკოლის დირექცია გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის, ამავე სკოლის პედაგოგს მანანა კვიციანს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მანანა კვიციანის როლი მოსწავლეების წარმატებაში დიდია,რადგან ის ყოველთვის აძლევს ბავშვებს თვითგანვითარებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203