ერკეთის საჯარო სკოლაში „ანბანთქება“ ჩატარდა
30-05-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიება, სადაც ერკეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, კლასის დამრიგებლის ნანა ჯინჭარაძის ორგანიზებით ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ერკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შინაარსიანი და მრავალფეროვანი ღონისძიება აჩუქეს სკოლას.

კლასის დამრიგებელმა ნანა ჯინჭარაძემ მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა მათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203